ტრენინგი თემაზე - ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია მუნიციპალიტეტებში

ტრენინგი თემაზე - ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია მუნიციპალიტეტებში

ქედის ,,ქალთა ოთახის" მენეჯერი თეა შარაშიძე,  ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ 3 დღიან ტრენინგზე იმყოფება ლოპოტაზე.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა

გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა

დღეს, გენდერული საბჭოს  N 3 სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით, საბჭოს წევრებმა გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები განიხილეს (საკონკურსო ესეებისათვის თემისა და ფორმის შერჩევა).

 

 

,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები

,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები" - ვორქშოფი ქედაში

რა ფაქტორები იწვევს ბავშვთა ქორწინებას და რატომ ითვლება ბავშვთა უფლებების დარღვევად? მსოფლიო ტენდენციები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის ბოლო გენდერული ანგარიშის მიმოხილვა - ეს ის საკითხებია, რომელზეც დღეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის უფროსკლალებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - მანანა ბოლქვაძემ ესაუბრა.

"16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" დაიწყო

,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ ქედის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას. 

ფლეშმობი ქედაში - ჩვენ ყველა თანასწორი ვართ

ფლეშმობი ქედაში - ჩვენ ყველა თანასწორი ვართ

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, დღეს ქედელმა ახალგაზრდებმა ცენტრალურ კიბეებთან ფლეშმობი გამართეს სახელწოდებით ,,ჩვენ ყველა თანასწორი ვართ!" ფლეშმობის გზავნილი იყო ეროვნული კუთხით მრავალფეროვანი საქართველო, სადაც ტოლერანტი მოქალაქეები ერთმანეთთან კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ფლეშმობს მუნიციპალიტეტის პირველი პირი, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.