ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დღეს ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი გაიმართა. ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცია საჯარო მოხელეებს - საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტმა პაატა დიასამიძემ გააცნო.

პ.ს. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას. 2019 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა

. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019 დღესვე შეხვედრაზე, განხილული იქნა ვიდეორგოლი საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.