ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, დღეს ქედელმა ახალგაზრდებმა ცენტრალურ კიბეებთან ფლეშმობი გამართეს სახელწოდებით ,,ჩვენ ყველა თანასწორი ვართ!" ფლეშმობის გზავნილი იყო ეროვნული კუთხით მრავალფეროვანი საქართველო, სადაც ტოლერანტი მოქალაქეები ერთმანეთთან კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ფლეშმობს მუნიციპალიტეტის პირველი პირი, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.ფლეშმობის გზავნილი იყო ეროვნული კუთხით მრავალფეროვანი საქართველო, სადაც ტოლერანტი მოქალაქეები ერთმანეთთან კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ფლეშმობს მუნიციპალიტეტის პირველი პირი, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.