ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები, საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით მომზადებულ გენდერული თანასწორობის შესახებ კურსს, ელექტრონულად გადიან.

ელექტრონული კურსი მიზნად ისახავს:

- გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას;

- მსოფლიოში გენდერული თანასწორობის შესახებ არსებული ადამიანის უფლებების სამართლებრივი ჩარჩოს გაცნობას.