გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ამოცანა 1.3 -ის შესაბამისად გენდერული სტატისტიკის დანერგვაა. საბჭომ შეიმუშავა სტატისტიკის საწარმოებლად ფორმა, რომელიც დამტკიცებულია #2 ოქმით, რომლის მიზანია საქმიანობის, სფეროების და პროგრამების მიხედვით გენდერულ ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრება, განახლება, სისტემატიზაცია, საჯაროობა. ასევე, თანამშრომლებისთვის დაგეგმილია სასწავლო ტრეინინგი/მოდული, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერული სტატისტიკის დანერგვას.