გენდერული თანასწორობის საბჭომ წელს პირველი სხდომა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი აქტივობები იყო, საბჭოს წევრებისთვის და მერიის თანამშრომლებისთვის დაიგეგმა სასწავლო ტრეინინგი/მოდული, რომელიც ხელსშეუწყობს გენდერული სტატისტიკის დანერგვას. ასევე, გაიწერა ღონისძიებების გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის 1-10 მარტის ჩათვლით გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.