ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში - ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ესეების კონკურსს თემებზე: ,,ნაბიჯი თანასწორობისკენ" და ,,განათლება აძლიერებს".

კონკურსის მიზანია მოზარდები დააფიქროს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვაზე, განათლების ხელშეწყობაზე, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე.

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ ქედის მუნიციპალიტეტის საბაზო-საშუალო სკოლის (VIII-XII) მოსწავლეებს;

გამარჯვებულები (არაუმეტეს 6 ესეს ავტორი) სერტიფიკატებითა და სახელმძღვანელოებით დაჯილდოვდებიან.