,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ 16 აქტიური დღის ფარგლებში, დღეს ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი ნინო შარაშიძე.

შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია ოჯახში ძალადობის, ქალთა უფლებებისა და სექსუალური შევიწროების კუთხით.

კამპანია ქედის გენდერული საბჭოს პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.