ქალთა კვირეულის ფარგლებში, დღეს ქედაში ვორქშოფ/სემინარი სახელწოდებით - ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ გაიმართა. სემინარი ქედის ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქალთა ოთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ გახსნა და ღონისძიების მიზანზე ისაუბრა: ქალების ურთიერთობების გაღრმავება, ახალი კონტაქტების შეძენა, წარმატებული ქალი ბიზნესმენის გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს მაგალითების წარდგენა, მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა - ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება. მსმენელებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს მოხსენებები: ☑ ნინო გაფრინდაშვილი - პროექტ ,,ქედა ლიდერი“ -ს მიმოხილვა. ☑ ნადეჟდა ჯაბნიძე - ფერმერი და მეწარმე, რომელმაც საკუთარი მაგალითი წარადგინა; ☑ თინა თებიძე - ,,იდეიდან პროექტამდე“ - წარმატებამდე განვლილი გზის ისტორია გააცნო მსმენელს. ☑ ასევე წარმატებული მაგალითები გაუზიარეს მანანა დუმბაძემ, მზია ბოლქვაძემ, ლამზირა ხინიკაძემ. საინტერესო იყო ასევე ვიდეო რგოლების ჩვენება - წარმატებული ქალები უკეთესი საზოგადოებისათვის ( ვიდეოკლიპი დამზადებულია ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში) - ნადეჟდა ჯაბნიძე - ვიდეოლიპი დამზადებული ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ და გაზეთ ,,ბათუმელების" მიერ მოზადებული ვიდეო რგოლი (თინა თებიძის ისტორია). მონაწილეებს ქედა ლიდერის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება მერიის გენდერული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.