დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ჩიხლაძემ, ქედის მოსახლეობას სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 9 681 673 ლარით განისაზღვრა. ხოლო პროგრამული წილი 6 657 797 ლარია, 2019 წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 6 პროგრამას და 14 ქვეპროგრამას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019-2022 წლების პროგრამების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე და შესაბამისობაშია აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგისთან.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.