29 სექტემბერიდან - 1 ოქტომბრამდე, ბათუმში, კომპანია ,,GEONET EXPO"-ს ორგანიზებით, აგრო სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა გაყიდვა ,,Agro Batumi 2017" გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობა ქედის მუნიციპალიტეტმა მიიღო. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ტრადიციული კერძები, მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქცია, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტები. აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობდნენ. ქედის კუთხე ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩეოდა.