ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე თვეა, რაც ახალი მძიმე ტექნიკა - მრავალფუნქციური ტრაქტორი შეიძინა და სამართავად ქედის კომუნალურსერვისს გადასცა. ტექნიკა დიდთოვლობისას დაბის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა, ამ ეტაპზე კი მცირე მეწყერული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. წონიარისში გელა კვირიკაძის საკარმიდამოში, სილიბაურში შიდა სასოფლო გზაზე განვითარებული მეწყერი და ა.შ. - გამგეობის გადაწყვეტილება, შეეძინა ტექნიკა ქედის თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ გზებსა და ყველა მოქალაქის საცხოვრებელთან განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად სამართავად - მოქალაქეებისთვის უკვე შედეგიანი აღმოჩნდა.