ქედის სასპორტო სკოლის დარბაზში დილიდან სისხლის დონაციის აქცია მიმდინარეობს. აქციას ქედაში იაშვილის კლინიკის ექიმები ყოველწლიურად მართავენ. როგორც ექიმმა თამარ ხუციშვილმა აღნიშნა ,,ქედის მოსახლეობა განსაკუთრებულად გამოირჩევა მაღალი აქტივობით, რისთვისაც ყველა დონორს ვუხდი მადლობსა". სისხლი დღეს გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაიღეს. აქციას ორგანიზებას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწვდა.