შიდა საუბნო გზების მოწესრიგების ფარგლებში, სოფელ დანდალოში მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.
სამ ოჯახთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც უმინდობის დროს გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, მცირე საავტომობილო ხიდი აშენდა. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარამდე დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ხელვაჩაურის საგზაო ახორციელებდა.
ადგილიბრივები უსაფრთხო გზით უკვე სარგებლობენ.