ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, პირველ მოადგილესთან გურამ ბერიძესთან და დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ვაჟა აბულაძესთან ერთად, სოფელ არსენაულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით, გამგეობაში შემოსული სოფლის მაცხოვრებელთა საპირისპირო პოზიციების კოლექტიურ წერილებს შეეხებოდა. დავით დუმბაძემ ორივე მხარის პოზიციები მოისმინა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის პირველი პირი კომპეტენციის ფარგლებში, ორივე მხარის პოზიციების შეჯერებას დაპირდა.