ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ბოლო წლების განმავლობაში ძირითად მიზნად ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაისახა. ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ძეგლებისა და ტურისტული ადგილების მოწესრიგება. ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ წონიარისში ,,ჯაიმელას" ანუ მიწის ხიდი თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად მოინახულა და მომავალი წლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაანონსა. ხიდი სავარაუდოდ მე-XII საუკუნეშია აგებული და აბრეშუმის გზის სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენდა. იგი წონიარისისა და ცენტრალური მაგისტრალის (ბათუმი - ახალციხე) გასაყარიდან 2 790 მ-ზე მდებარეობს. წონაირისის ხიდი აჭარისწყლის ხეობას უმოკლესი გზით აკავშირებდა ხინოს სამონასტრო კომპლექსთან და შესაბამისად, კინტრიშის ხეობას გურიის სოფლებთან. 2009-2010 წწ. მოხდა ხიდის აღდგენა, რომლის ფუძედ ძველი ხიდის ბურჯებია გამოყენებული.