27 ნოემბერს დაანონსებული ანსამბლ „ელესას“ მეორე აუდიოალბომის პრეზენტაცია, სასტუმრო ,,ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიის გამო, სოლიდარობის ნიშნად გადაიდო. წარდგენა ფონდმა ,,ქართულმა გალობამ" 30 ნოემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამართა. ✔ წინამდებარე დისკით იწყება ფონდის მიერ დაჯილდოებული ახალგაზრდული ანსამბლების CD და DVD გამოცემათა სერია, რომლის პირველი ალბომი ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლ ,,ელესას" ეძღვნება. აღსანიშნავია ასევე, რომ 2013 წელს ფონდმა ანსამბლი ტრადიციული სიმღერის აღორძინებაში შეტანილი წვლილისათვის ნომინაციაში – „ახალი თაობა“ – დააჯილდოვა. წარდგენას ესწრებოდნენ ფონდი ,,ქართული გალობის" დირექტორი ნანა გოთუა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ეთნომუსიკოლოგები, საპატიო სტუმრები და ა.შ. პრეზენტაიას ესწრებოდა ქედიდან საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, რომელმაც ფონდს მადლობა გადაუხადა ქედის ანსამბლების წარმოჩენისა და მათი საქიანობის დაფასებისთვის! • აუდიოალბომის ჩაწერა განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტში გალობის უნივერსიტეტის მოძრავი სტუდიით • პროექტის კოორდინატორი - ნინო რაზმაძე • ხმის რეჟისორი – ილია ჯღარკავა • პროექტის მხარდამჭერია Shilda Winery • მეღვინეობა შილდა გიორგი მექვაბიშვილის ფოტოები. ქედის თვითმმართველობა ულოცავს ,,ელესას" თითოეულ წევრს და ხელმძღვანელს ირაკლი სირაბიძეს მორიგ წარმატებას და პოპულარობის კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს უსურვებს!