ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ექო თოფუზი“ გაიმართა. ,,თოფუზი"-ს ფესტივალი ანიმაციური გმირების კოსტუმებში გადაცმული მსახიობები ბავშვებთან ერთად ,,ბარაბან შოუს" თანხლებით ქუჩის მსვლელობით გაიხსნება. შემდეგ მოეწყობა ანიმაციური ფილმების ჩვენება და ვორქშოპი, რომელშიც 15 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას ხატვაში, ბავშვები პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად დაამზადებენ 1 წუთიან ანიმაციურ ფილმს. ფილმი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ ,,თოფუზი“ -ს საკონკურსო პროგრამაში, რომელიც გაიმართება 5-7 ოქტომბერს და გამარჯვებულ ბავშვებს დააჯილდოვებენ ფასიანი საჩუქრებით. ,,ექო თოფუზი“ ,,ანიმაციის განვითარების ფონდის“ -ს ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.