აჭარის მოყვარულთა ლიგაში ქედის ფეხბბურთის ნაკრები გუნდი მეორე წრეშიც წარმატებით ასპარეზობს. პირველი თამაში გუნდმა შუახევის ,,ქიძინიძეებთან" გამართა და 11:2 დაამარცხა.

,,ქედა" ამ ეტაპისთვის ერთი ქულით ჩამორჩება შუახევის ,,შუბანს" და მეორე ადგილზე პოზიციონირებს.

მეორე წრის თამაშები ოქტომბერში დასრულდება. პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები კი საქართველოს ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

აჭარის ლიგაში სულ 7 გუნდი ასპარეზობს, ქედის გუნდის ფინანსური მხარდამჭერი მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაა.