პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში, ფიტოსანიტარია და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ.

პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია რეგიონული სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რომ ისინი გახდნენ სოფლად დემოკრატიული და სოციალურ ეკონომიკური განვითარების ეფექტური ვექტორები.