ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ დღეს ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა. გობრონეთის, ცხმორისის, კოკოტაურის, გეგელიძეებისა და ახოს მოსახლეობამ 2016 წელს მუნიციპალიტეტის პირველი პირის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და განსახორციელებელი პროექტები ერთად დაგეგმეს: ცენტრის კეთილმოწყობა, შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია, მოსაცდელების რემონტი, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია. სოფელ ახოსა და ჩეტკიძეებში საცალფეხო ბილიკის მოწყობა და ღობეების რეაბილიტაცია, ასევე გარე განათებების მოწყობა. სოფელ გობრონეთის სოფლის ცენტრში სანიაღვრე არხის გაკეთება და ეზოს კეთილმოწყობა. სოფელ კოკოტაურში სოფლის მედპუნქტის ეზოს კეთილმოწყობა და ა.შ. შეხვედრებს მოსახლეობასთან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე და გამგებლის წარმომადგენელი ბადრი ბოლქვაძე ესწრებოდნენ. შემდეგი შეხვედრა დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულშია ჩანიშნული.