პედაგოგიური საქმიანობის 60 წლისთავთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი პედაგოგი - ნაზი დიასამიძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ქალბატონი ნაზი სოფელ სიხალიძეებში, მერის მოადგილემ გურამ ბერიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა და საკრებულოს წევრმა გოჩა გორგილაძემ მოინახულეს, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და სიგელი სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადასცეს.