გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ქედის ,,ზრდასრულთა განათლების ცენტრის" წევრებმა და ესპანელმა რიჩარდ მაქსფელდმა გამგებლის მოადგილესთან ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივ სამომავლო პროექტზე ისაუბრეს. გურამ ბერიძემ სტუმარს ქედის კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.