დღეს, პრემიერ მინისტრის მრჩევლის,მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბატონ გურამ ოდიშარიას დისტანციური სალექციო კურსი ,,კულტურისა და განათლების როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში'' გაიმართა.

პროგრამა ქედის მერიას, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიასა და აიპ ,,შშმ პირთა უფლებებისთვის" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

პროექტი ამ ეტაპზე საპილოტეა. აკადემია ახორციელებს როგორც ზოგად კურსებს რომლის მოსმენა ნებისმიერ პირს შეუძლია, ასევე სხვა პროგრამებს მომზადება გადამზადების კუთხით.

დისტანციური სწავლება უფასოა.