ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, დღეს დანდალო-არძენაძეების მიმართულებით, ასფალტო ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მოინახულა. 1 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა 2 საჯარო სკოლას დააკავშირებს და 128 ოჯახი ისარგებლებს. პროექტი დეპარტამენტის ბიუჯეტით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “გზები“ ასრულებს. კეთილმოწყობილი გზით დანდალოელები 4 დეკემბრიდან ისარგებლებენ.