დღეს, ქედის მუნიციპალიტეტს სომხეთის დელეგაცია სტუმრობდა. ალავერდის მუნიციპალიტეტის მერს - სასუნ ხეჩუმიანს და ლორის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსს - ნარიკ სარქისიანს, ქედის მერი ლევან გორგილაძე მასპინძლობდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. დელეგატებმა მოისმინეს მუნიციპალური სერვისის ,,ღია სივრცე საზოგადოებისთვის - ქალთა ოთახი"-ს ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია, რომლის ანალოგის დანერგვას სომხური მხარე გეგმავს. ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, ადგილობრივი მოხელეები, ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის" თემატური ჯგუფების კოორდინატორი - მაია მოსიაშვილი, ,, კავკასიის ალიანსების პროგრამის" თემატური ჯგუფის ოფიცერი" - მერი შავაძე, ალავერდის მერიის თანამშრომელი - არმინე შახკიანი და დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მეგი ედიბერიძე. მიღების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ქედის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი განყოფილებები, სასპორტო სკოლის სექციები და ქედის ღვინის ქარხანა. როგორც შეხვედრის დასასრულს ალავერდის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა სასუნმა აღნიშნა, დელეგატებმა შთაბეჭდილებების ქვეშ დატოვეს ქედის მუნიციპალიტეტი და სამომავლოდ, მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.