ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქრი თურმანიძესთან, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან და საკრებულოს მოხელეებთან ერთად, დღეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა: მახუნცეთში, თამარის ხიდთან კეთილმოწყობითი სამუშაოები (კიბეები, ადაფტირებული ბილიკები და ა.შ) - ბიუჯეტი 62 897 ლარი; მახუნცეთში პარკირების ადგილზე ბარიერების მოწყობა - ბიუჯეტი 25 000 ლარი; მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარედ სველი წერტილის მშენებლობა - ბიუჯეტი 25 500 ლარი; დაბა ქედაში, რუთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში ღია სცენის მშენებლობა - 184 645 ლარი. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მშენებელ კომპანიებს ხარისხიანი სამუშაოების შესრულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვისკენ მოუწოდეს.