ახალარჩეულმა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, პირველივე სამუშაო დღეს, უფლებამოსილების შესრულებას აქტიურად შეუდგა. სოფელ ზუნდაგაში გარდამავალი პროექტი - მშენებარე მრავალფუნქციური შენობის, სადაც საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, სამედიცინო პუნქტი და ადმინისტრაციული კაბინეტები განთავსდება, დავით დუმბაძესთან ერთად დაათვალიერა. ასევე მოინახულეს დაბა ქედაში, უსახლ-კარო ოჯახებისთვის სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები. ლევან გორგილაძემ დღესვე მომდევნო წლების ძირითად პრიორიტეტად ინფრასტრუქურული პროექტები დაასახელა.