გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ქედის კულტურის ცენტრში დღეს მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის მუნიციპალური შეჯიბრი გაიმართა. მერისის, უჩხითის, მახუნცეთის, პირველი მაისისა და დაბა ქედის გუნდებს სხვადასხვა ნომინაციებში აჭარის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციის პრეზიდენტი კობა ბერეკაშვილი, დეპარტამენტის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი სულხან დუმბაძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, დავით მოისწრაფიშვილი და დავით ვერძაძე აფასებდნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ და მეორე ადგილებს უჩხითისა და პირველი მაისის გუნდები დაეუფლენ, ხოლო საუკეთესო მოთამაშეებად ქედის გუნდის წევრები ლაშა მახაჭაძე და ჯულიეტა ჯაყელი დაასახელეს. გამარჯვებული გუნდები ქედის გამგეობამ ერთდღიანი ექსკურსიით დაასაჩუქრა სამცხე-ჯავახეთში. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 ლარია.