ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების" კომისიამ 2018 წელს, სულ 15 სხდომა გამართა.

კომისიამ წლის განმავლობაში 621 გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის დადებითად გადაწყვიტა და გასცა 300 საკუთრების აღიარების მოწმობა.

კომისიას მერის მოადგილე გურამ ბერიძე თავმჯდომარეობს.

კომისიის შემადგენლობაში 9 წევრია, რომელთაგან 2 მოწვეული სპეციალისტია.

,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების" კომისია მომდევნო წელშიც განაგრძობს მუშაობას.