ლევან გორგილაძემ, მერიის მოხელეებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა. პირველი მოადგილის საკურატორი ქედის მერიაში, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და შესყიდვების სფეროები იქნება. როლანდ ბერიძე - 1980 წლის 8 იანვარს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბეთაში დაიბადა. განათლება: 1997 - 2001 წწ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2002 - 2004 წწ - ივნისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა. • მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; • 2010 წელი - ბუღალტერთა საერთშორისო ფედერაციის კურსები; • ბუღალტრის კვალიფიკაცია; • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო – კურსები. სამუშაო გამოცდილება: 2004 - 2007 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო - საბიუჯეტო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის, ეკონომიკური ანალიზისა და აღსრულების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2007 - 2013 წწ. - ,,პსპ” ჯგუფის სარევიზიო - საკონტროლო სამსახურის რევიზორი. 2014 – 2017 წწ. - აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. კონფერენციები: 1998, 1999, 2000 წწ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტთა და ასპირანტთა 59-ე, 60-ე, 61-ე კონფერენცია. ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ელ-ფოსტა: rolandibatumi@gmail.com მობ: 577 74 75 33.