2020 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისთვის 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამ ეტაპზე, თედო სახოკიას ქუჩაზე და სოფელ ქედაში, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა დასრულდა. სამუშაოები შპს ,,ხელვაჩაურის საგზაომ“ შეასრულა და ჯამში პროექტის ღირებულება 109 749 ლარია.

შესრულებულ სამუშაოზე მონიტორინგი, მერიის სპეციალურმა ჯგუფმა განახორციელა, რომელსაც პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ხელმძღვანელობს.