ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიმართა რიგგარეშე №01-06/03 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, სხდომას საკრებულოს 19 წევრი ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

სხდომაზე განხილული და საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე გაშვებული იქნა შემდეგი ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების (დადგენილებები) პროექტები:

1. ,,„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

2. ,,„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

3. „„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

4. „„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

5. „„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაღვრის, ანგარიშსწორების წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

6. „„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

წარმომადგენლობით ორგანოში მე-7 საკითხად განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც ქედის მერიის ნაცვლად კულტურული და სპორტულ ღონისძიებების ნაწილს ორგანიზებას ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და სპორტსკოლა უზრუნველყოფს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბოლო, მე-8 საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული პროგრამა საკრებულოს წევრების მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული, რომელიც განხორციელედება მიმდინარე წლის 1 მარტიდან.