სასკოლო ოლიმპიადა 2017 გრძელდება. შესარჩევი მუნიციპალური შეჯიბრი 18 მარტს მხიარულ სტარტებში გაიმართა, სადაც 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ბარიერების გადალახვაში კონკურსანტებს 10 ქულიანი სისტემით ჟიური აფასებდა. ყველაზე ყოჩაღები ქედის საჯარო სკოლის გუნდი ,,მართვე" აღმოჩნდა და რეგიუნალურ თამაშებში საგზური მოიპოვა. მეორე ადგილს მერისის, ხოლო მესამეს დოლოგნის საჯარო სკოლები დაეუფლნენ. აღნიშნული სპორტული ღონისძიებები გამგეობის ფინანსური მხარდაჭერითა და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება. შემდეგი შეჯიბრი მინი ფეხბურთში გაიმართება.