ქედის მუნიციპალიტეტის ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი შავიშვილი ,,,ჰელფინგ ჰენდ"-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, 25 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და მომავლი პოლიტიკოსების სკოლაში ჩაირიცხა.

სასწავლო კურსის შემდეგ თემებზეა აგებული: ლიდერობა, გენდერული საკითხები, ქალთა მონაწილეობის გაზრდა, ადვოკატირება და ა.შ. რომლის მიზანია: ხელი შეუწყოს გოგონებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პიროვნულ თუ პროფესიულ წინსვლას და გააძლიეროს მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესბში.

კურსის დასრულების შემდეგ კონკურსანტები თავად გეგმავენ და ანხორციელებენ ადვოკატირების კამპანიას ექვსი თვის განმავლობაში.

აპლიკაცია ქედელმა მოსწავლემ მერიის ,,ქალთა ოთახი-"ს დახმარებით გააგზავნა.

შეხვედრები სხვადასხვა საჯარო სკოლაებში უკვე დაწყებულია, სადაც ქეთი შავიშვილი პრეზენტაციის სახით მსმენელებს პროექტის შესახებ ინფორმაციას აცნობს. შეხვედრებს ფასილიტაციას ქედის გენდერული საბჭო უწევს.

საბჭოს წევრები თავის მხვრივ, მოსწავლეებს ესაუბრებიან გენდერულ სტერეოტიპებზე ქართულ რეალობაში, გოგონათა განათლების ხელშეწყობასა და ნაადრევ ქორწინებაზე, ასევე განიხილავენ ისტორიულ ჭრილში წარმატებული ქალების ისტორიას - მარო მაყაშვილი, კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი სხვა.