ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need Georgia -ს თანადაფინანსებით, მალე ქედის მერიაში, პროგრამების შეფასებისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა დაინერგება.

შეფასებისა და მონიტორინგის დამხმარე სახელმძღვანელოს წარდგენა, გეგმების, ინდიკატორებისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, ბაზების შემუშავება - დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საჯარო მოხელეებს ორდღიანი ტრენინგ მოდულის ფარგლებში, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტმა ნია გოგუაძემ დეტალურად გააცნო.

საპილოტე რეჟიმში პროექტი სოციალურ პროგრამებს მოერგება, შემდგომ კი მერიის ყველა სამსახურში ამოქმედდება.