ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მორიგი ლაშქრობა, ამჯერად სოფელ კვაშტაში მოეწყო.

ქედის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ, ლაშქრობის მონაწილეებს ლექცია ღია ცის ქვეშ ჩაუტარა თემაზე ,, უძველესი ნამოსახლარები".

ლაშქრობები წლის განმავლობაში პერმანენტულად იმართება და მისი მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების, ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიის შესახებ მოზარდ თაობებში ცნობიერების ამაღლება.