ქედაში მოსწავლეთა სპორტული თამაშები გრძელდება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგერამის ფარგლებში და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეთა სპორტული თამაშები სპორტის 5 სახეობაში იმართება.

უკვე გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და ჭადრაკში. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მომავალ უქმეებზე გოგონათა და ვაჟთა გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს კალათბურთსა და ფრენბურთში.

პროგრამის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის სახეობების პოპულარიზაცია.

პროგრამის ბიუჯეტი 2 300 ლარია.