დავით დუმბაძემ დღეს, გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან სულიკო ბოლქვაძესთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც თვითმმართველობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების უკეთ მართვისთვის 3 ეტაპს მოიცავს : დაგეგმვას, ფინანსურ მენეჯმენტსა და სივრცით მოწყობას - სწორედ ამ მიმართულებებით გადამზადდებიან ქედაში ამ სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეები. შეხვედრაზე ორივე მხარემ გაცვალეს ინფორმაციები და განსაზღვრეს საჭიროებები. ასევე შეთანხმდნენ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.