ქედის მუნიციპალიტეტში შექმნილი მუდმივმოქმედი შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე 19 სექტემბერს, მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის საკითხები განიხილეს და მომდევნო ნაბიჯები დაგეგმეს. საგანგებო შტაბს ქედის მერი ლევან გორგილაძე უძღვებოდა.

ამ დროისთვის, სტიქიური კერების სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მუნიციპალიტეტში გამოძახებულია გეოლოგიური სამსახური, რომელიც სახცოვრებელ სახლებთან განვითარებულ მეწყრულ პროცესებს უახლოეს დღეებში შეისწავლის. სწორედ, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაატარებს შეასბამის ღონისძიებებს თვითმმართველობა.

როგორც ლევან გორგილაძემ აღნიშნა, საბედნიეროდ სტიქიის დროს არავინ დაშავებულა. რაც შეეხება ზარალს, ქედის მერია აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ოპერატიულად, კომპეტენციის ფარგლებში იქნას აღმოფხვრილი ყველა ის პრობლემა, რაც უხვი ნალექის შედეგად დაფიქსირდა 19 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტში.