დღეს, ქედის მერიაში ,,დემოკრატიის ინსტიტუტსა" და ქედის მუნუციპალიტეტის ,,ქალთა ოთახს" შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი პროექტის ,,ახალგაზრდა პერსპექტივები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში" ფარგლებში მოეწერა, რომლის მიზანია ნაადრევი ქორწინების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალებისათვის სამართლებრივი, ჯანდაცვისა და განათლების შესახებ ტრენინგების გამართვა. პროგრამის პრეზენტაცია დღესვე ოფიციალურად გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტში არსებული სხვადსხავა უწყებების -შსს-ს, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და ადგილობრი თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ. მემორანდუმს ხელი ერთის მხვრივ დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა, ხოლო მეორე მხვრივ ,,ქალთა ოთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ მოაწერეს.