აჭარის დასაქმების სააგენტომ, დღეს ქედის მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ ,,პროფესიული მომზადება/გადამზადების" პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართა და პროგრამებში ჩართვის პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.