ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი და 2021-2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების ხედვა და გეგმა, მაქსიმალურად ინება მოსახლეობის მოსაზრებებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა არის დღეს ყველაზე პრიორიტეტული მუნიციპალიტეტის ნებისმიერ
სოფელში/დაბაში, მასშტაბური გამოკითხვები განხორციელდება, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი ახალგაზრდები.

25-26 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრე გალოგრეში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალური ტრენინგები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 40 ინტერვიუერი გადამზადდა. პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტი.

UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)“.