ქალთა კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლებსა და სასოფლო კლუბებში ღონისძიებები იმართება.

სოფლად მცხოვრები ქალბატონებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, ორგანიზებას ქედის კულტურის ცენტრი უწევს.

საზეიმო კონცერტები უკვე გაიმართა ცხმორისის, აგარის, დანდალოს, ოქტომბრის, აქუცის, ორცვის, ხარაულის კულტურის სივრცეებში. ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის პირველი პირები თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად ესწრებოდნენ.

კვირეული ოფიციალურად 12 მარტს დასრულდება.