გამგეობის სააქტო დარბაზში, დღეს ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქალთა ოთახის" ინიციატივით და სპორტული და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა საჯარო სკოლის 30 მოსწავლე ესწრებოდა. შეხვედრას ქალაქ ბათუმის დემოკრატიის სკოლიდან მოწვეული ტრენერი თამარ მამეიშვილი უძღვებოდა. ტრენინგი ახალგაზრდა გოგონათა ულებების დაცვას , განათლების უფლების ხელშეწყობას და ნაადრევ ქორწინებას ეხებოდა. შეხვედრა ახალგაზრდებისათვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი ჩართულნი იყვნენ დისკუსიაში და თამამად აფიქსირებდნენ საკუთარ შეხედულებებს. ყველა გოგონა, ისევე როგორც ვაჟი, პოტენციური ლიდერია და ქვეყანას სჭირდება წარმატებული ახალგაზრდები.