საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და აჭარის ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა იდეები გაწერილი პროექტის სახით, დასაფინასებლად წარადგენეს.

4 პროექტიდან, დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ორი პროექტი დადებითად შეფასდა: ,,საზაფხულო სკოლა" და ,,ტრიდე მოდელირება და პროგრამირება".

შეხვედრებს ფასილიტაციას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეები : ნიკა მახარაძე, ხატია შარაძე და დიანა სალაძე უწევდნენ. ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი ქედაში მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაა.