დაბაში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი, მორწმუნეებთან ერთად, უძველეს საშობაო ტრადიციას - ალილოს მსვლელობას ამ წუთებშიც მართავს. მგალობლებს კალათებით მიეგებნენ ქედის თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს. ალილო ერთგვარი ქველმოქმედების ზეიმიცაა - საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.