შავლიძეების 10 წევრინი ოჯახის, სადაც 5 მცირეწლოვანია, დახმარების აქციაში სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთნენ და ტკბილეული, სურსათი, წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

,,უღრმესი მადლობა ოჯახის გახარებისთვის! დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ყველას და მადლობა, რომ თქვენი გვერდში დგომით ჩვენი ახალი წელი, მიუხედავად მიღებული სტრესისა, იქნება ფერადი! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!" - აღნიშნა ოჯახის დიასახლისმა.

შავლიძეებს აჭარის მთავრობა და ქედის მერია უწევს მატერიალურ დახმარებას, გარდა ამისა პერმანენტულად იმართება ერთჯერადად დასახმარებელი აქციები.

#ძალაერთობაშია!