ამ წუთებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, მომავალი ლიდერი ქალებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს.

სამოქალაქო ჩართულობა, ადვოკატირება და ლიდერობა - ეს ის თემებია, რომელბზეც ტრენინგის მონაწილეები ორი დღეა მუშაობენ.

ტრენინგს პროექტის ფარგლებში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შერჩეული ლიდერი ქალები ესწრებიან, რომელთაც დღის ბოლოს სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროექტს ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერება