აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შეხვედრები ქედაში გრძელდება. როგორც აღინიშნა, ხატების მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან ორმოცი და დაბადებიდან 85 წლისთავს. საგანმანათლებლო შეხვედრას მრევლთან ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მოხელეებთან ერთად დაესწრო.